Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ-ვალერიანო გამგებელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: საჩხერის რაიონი, სოფელი ჭორვილა. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 1987 წელს. არის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის წამყვანი სოლისტი–ტენორი. შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: ბიზეს "კარმენი", ვერდის "რიგოლეტო", "ნაბუქო", "აიდა", მასკანის "სოფლის ღირსება", ალბენისის "მერლინი", ვაგნერის "ლოენგრინი", პუჩინის "ტოსკა", "ბოჰემა", ტრიპტიხი ("მოსასხამი", "მონაზონი ანჟელიკა", "ჯანი სკიკი"), მალერის "სიმღერა დედამიწაზე", ბეთჰოვენის ოპერა "ფიდელიო" (საკონცერტო შესრულება), ასევე ტენორის პარტიები ვერდის "რექვიემში", ბეთჰოვენის IX სიმფონიაში. არის არაერთი კონკურსის გამარჯვებული: კალტანისეტის ბელინის სახელობის საერთაშორისო ვოკალისტთა კონკურსის დიპლომანტი(1980), ბარსელონას ფრანცისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის გრან–პრის მფლობელი (1990), პამპლონის ხულიო გაიარხეს სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის I პრემია (1990), მადრიდის ვ. ალონსოს სახელობის კონკურსის ლაურეატი (1990), პამპლონის ხულიო გაიარხეს სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის I პრემია (1993), პამპლონის ხულიო გაიარხეს სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის II პრემია და ხოსე კარერასის სპეციალური პრემია (1994). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.538
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |