შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965–1968 წწ. იყო რუსთავის ქიმიური კომბინატის მედიცინის სანიტარული ნაწილის ქირურგი; 1968–1970 წწ. უროლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1970–1974 წწ. მოსკოვის პროქტოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1975–1987 წწ. ერევნის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პროქტოლოგიის კათედრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1978 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1984 წელს მისი ინიციატივით საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში ჩამოყალიბდა საქაერთველოში პირველი ონკოლოგიის კოლოპროქტოლოგიური განყოფილება, რომელსაც იგი დღემდე ხელმძღვანელობს. ამავე წელს იგი დაინიშნა საქართველოს მთავარ პროქტოლოგად. 1985 წლიდან ი. ბაქრაძე დოცენტია, 1992 წლიდან კი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებლად. 1999 წლიდან არჩეულ იქნა ამავე კათედრის გამგედ, ხოლო შემდეგ, სამედიცინო მეცნიერებაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით - ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ავტორია 78 სამეცნიერო ნაშრომის მსხვილი ნაწლავის პათოლოგიაზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი–პროქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბუასილის პათოგენეზის და მკურნალობის საკითხები", დაიცვა 1974 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მსხვილი ნაწლავის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის და ქირურგიული მკურნალობის გაუმჯობესების გზები", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.31; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.97 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |