Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზვიად ბახუტაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: თეთრიწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1986 წელს. 1986–1988წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1988–1991წწ. მოსკოვის ა. ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1993 წელს საქართველოში პირველად შეასრულა აორტო–კორონარული შუნტირება. 2000 წლიდან დღემდე ჩაფიძის ცენტრის გულის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელია. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ძირითადად ეხება გულის იშემიური დაავადების ქირურგიული მკურნალობის პრობლემებს. არის გულ–სისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ხელოვნური სისხლის მიმოქცევით მიოკარდიუმის რევასკულარიზაციის დროს გართულებების რისკი მუცლის ღრუს ორგანოების მხრივ", დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.34 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |