შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ კობერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1948 წელს. 1943-1945 წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1950-1956 წწ. სოხუმის დრამატული თეატრის, 1959-1964 წწ. კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია; 1941 წლიდან იღებენ კინოში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ბესარაბიელი პარტიზანი ("შავი მთები", 1941), ბაში-აჩუკი ("ბაში-აჩუკი", 1956), დათა ("სხვისი შვილები", 1959), ესპანელი ოფიცერი ("ისინი მიდიოდნენ აღმოსავლეთისაკენ", 1963), გრიაზნოი ("მეფის საცოლე", 1964), მფრინავი ეგზიუპერი ("პატარა უფლისწული", 1966), ჩეჩონი ("წითელი კარავი", 1970), შაჰ ქაუსი ("რუსტამის გმრობანი", 1971), კიაზო (ოპერა-ფილმი "დაისი", 1971); ასევე გადაღებულია ფილმებში: "მამლუქი", "ქალის ტვირთი", "დღე უკანასკნელი, დღე პირველი", "გენერალი და ზიზილები", "ზღვის შვილები", "დათა თუთაშხია", "ანთიმოზ ივერიელი", "ალადინის ჯადოსნური ლამპარი" და სხვ.; ავტორია სატელევიზიო ფილმებისა: "გამსვლელი პაიკი" (1970), "აღმოსავლეთის ექსპრესი"(1976). დადგა სატელევიზიო სპექტაკლები: "მეშვიდე", "მოცეკვავე კაცუნები", "სურათები"; 1956 წლიდან კინოსტუდია "ქართულ ფილმის" მსახიობი და რეჟისორია; შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. როგორც რეჟისორს გადაღებული აქვს ათამდე ფილმი, სამი ფილმისთვის კი სცენარი თავად დაწერა. 2009 წელს თბილისში, კინოთეატრ "რუსთაველის" წინ, გაიხსნა "ოთარ კობერიძის ვარსკვლავი". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ.5.-თბ.,1990.-გვ.566; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 101 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |