შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ბოლქვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახო, ქედის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით მრეწველობის დაგეგმვა 1978 წელს. 1978-1984წწ. მუშაობდა ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1984-1991წწ. რეგიონალურ გამოკვლევათა კოორდინაციისა და მეთოდოლოგიის სექტორის გამგე; 1991-1992წწ. მინისტრთა კაბინეტში ჯერ ეკონომიკური რეფორმებისა და ადგილობრივი მმართველობის სახელმწიფო კომისიაში, შემდეგ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების განყოფილებაში სახელმწიფო მრჩეველი. 1993-1995წწ. სახელმწიფოს მეთაურის აპარატის რეგიონების მართვის სამსახურში სახელმწიფო მრჩველი. 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირიდან. არის 15-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი და თანაავტორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.42; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015/კობა ამირხანაშვილი.-გვ. 98 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |