Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ბოლქვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახო, ქედის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით მრეწველობის დაგეგმვა 1978 წელს. 1978-1984წწ. მუშაობდა ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1984-1991წწ. რეგიონალურ გამოკვლევათა კოორდინაციისა და მეთოდოლოგიის სექტორის გამგე; 1991-1992წწ. მინისტრთა კაბინეტში ჯერ ეკონომიკური რეფორმებისა და ადგილობრივი მმართველობის სახელმწიფო კომისიაში, შემდეგ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების განყოფილებაში სახელმწიფო მრჩეველი. 1993-1995წწ. სახელმწიფოს მეთაურის აპარატის რეგიონების მართვის სამსახურში სახელმწიფო მრჩველი. 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირიდან. არის 15-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი და თანაავტორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.42; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015/კობა ამირხანაშვილი.-გვ. 98 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |