შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუანშერ ჩქარეული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1965 წელს. 1966-1970წწ. სწავლობდა რუსეთის ბირთული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1971-1974წწ. იყო მოსკოვის თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის ინსტიტუტის სტაჟიორ-მკვლევარი; 1974-1982წწ. ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი, 1982-1990წწ. წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991 წლიდან განყოფილების ხელმძღვანელი; 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის პროფესორი; მუშაობდა მიწვეულ პროფესორად ევროპის წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში: სანექსის უნივერსიტეტში(ბრაიტონი, 1993-1994), თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში(ტრიესტი, 1996), ევროპის ბირთული კვლევების ცენტრში(ჟენევა, 1994-1995), ლონდონის სამეფო უნივერსიტეტში (1998-1999), მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტში (მიუნჰენი, 2000). მისი ძირითადი სამეცნიერო ინტერესები დაკავშირებულია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკასთან მცირე და ზემცირე მანძილებზე. 1980 წელს მის მიერ პირველად იქნა შემოყვანილი ე. წ. კირალური ჰორიზონტალური სიმეტრიის კონცეფცია. ამა და ამ სხვა საკითხებზე გამოქვეყნებულია მისი ასზე მეტი ნაშრომი საერთაშორისო სამეცნიერო პრესაში. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰორიზონტალური სიმეტრია და კვარკების და ლეპტონების თაობები", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –თბ., 1998-1999. - გვ. 372; https://www.tsu.ge/universteteli_avtorebi/biografia.php?id=475 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |