შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ჩიტლოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალიკი, წალკის რაიონი. დაამთავრა სარატოვის იურიდიული ინსტიტუტი 1961 წელს; ასპირანტურა (1969). 1953-1954წწ. იყო სოფელ გომანის სკოლის რუსული ენის მასწავლებელი; 1954-1957წწ. სახედრო სავალდებულო სამსახური; 1961-1962წწ. წალკის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; 1962-1963წწ. წალკის რაიონის პროკურორი; 1963-1965წწ. თეთრი წყაროს რაიონის პროკურორის თანაშემწე; 1965-1972წწ. წალკის რაიონის პროკურორი; 1972 წელს საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს პროკურორი; 1973-1974წწ. გენერალური პროკურორის თანაშემწე; 1974-1975წწ. კადრების განყოფილების პროკურორი; 1975-1979წწ. კადრების განყოფილების უფროსის მოადგილე; 1979-1980წწ. საგამომძიებლო სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1980-1988წწ. საორგანიზაციო-საკონტროლო განყოფილების უფროსი; 1988-1991წწ. გენერალური პროკურორის მოადგილე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №4.25 წალკის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან. არის 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებისას", დაიცვა 1969 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 366; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.370; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.266; www.facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |