| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგო გაბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1882–1883წწ. სწავლობდა თბილისში, კ. კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში, თანამშრომლობდა ფ. რუმბოსთან, რომელიც თბილისის სამხედრო–ისტორიული მუზეუმისათვის ხატავდა სურათებს; 1886–1888წწ. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში; 1894–1807წწ. მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში; 1898 წელს იყო იტალიასა და საბერძნეთში. სამხატვრო ასპარეზზე გამოვიდა 1888 წლიდან; 1891 წელს თბილისში გახსნა პერსონალური გამოფენა; 1897 წელს დააარსა სამხატვრო სტუდია; 1900 წლიდან ასწავლიდა "ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების" ხატვის სკოლაში, 1901 წლიდან იყო ამ სკოლის დირექტორი; თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ–ერთი დამმარსებელი და პირველი პროფესორი (1922), ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ–ერთი ფუძემდებელი; მან შექმნა მთელი სერია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა ილია ჭავჭავაძე (1907-1908), აკაკი წერეთელი (1913), გრიგოლ ორბელიანი (1913). გ. გაბაშვილის ცნობილი ნამუშევრებია: "უცნობი ქართველი თავადი", "გრძელულვაშებიანი თავადი"(საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), "სამი გენერალი" (1910, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია), "მძინარე ხევსური" (1898), "მთვრალი ხევსური" (1899), "მთვრალი ხევსურები" (1899), "სამი მოქალაქე" (1893), "ალავერდობა" (1899), "განთიადზე სასაფლაოს ეკლესიასთან" (1904), "ბოსტანში" (1891), "არხოტის დაცვა" (1898-1901), "წვიმის შემდეგ" (1891), "ბაზარი სამარყანდში" (1894), "დივანბეგის აუზი ბუხარაში", (1895, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი). ფოტოების გადაღება, რომლებმაც ჩვენამდე შუშის ნეგატივების სახით მოაღწია, გაბაშვილმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო, ხშირად სტუდიურ, ხელოვნურად დადგმულ ფოტოებს იღებდა; იგი როგორც ფოტოგრაფი, საზოგადოებამ საკმაოდ გვიან გაიცნო. მხატვრის ფოტო არქივი, რომელიც 684 ნეგატივს აერთაინებს, 1936 წელს, მისივე ანდერძის თანახმად, შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმს გადაეცა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.516; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; სახალხო მხატვარი გიგო გაბაშვილი : ბიოგრაფიული ცნობები სურათით // კომუნისტი. - 1934. - 6 იანვარი.- N6 (2842). - გვ.6; სახალხო მხატვარი გიგო გაბაშვილი : ნეკროლოგი // კომუნისტი. - 1936. -30 ოქტომბერი.- N252 (4751). - გვ.4; საქინფორმი: ქართული საინფორმაციო სააგენტო: saqinform.ge; ქართული კვირა: kartuli.kvira.ge; პორტალი artrooms.ge: artrooms.ge; საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი: gfsis.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

