Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ გაბაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სარატოვის სამედიცინო ინსტიტუტი 1943 წელს. 1943–1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. იყო ჯერ პოლკის(ლეგიონი), შემდეგ ბრიგადის უფროსი ექიმი; 1949–1950წწ. მუშაობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე; 1952–1958წწ. კი მოსკოვში, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნევროლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად; 1958 წლიდან იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში, სადაც 1968–1984წწ. განაგებდა კლინიკურ განყოფილებას; 1984–1989წწ. იყო პეტრე სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, 1989 წლიდან მრჩეველი. ნევროპათოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1968), პროფესორი(1980). მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.517 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |