The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ნიკოლოზ გაბაშვილი

ნიკოლოზ გაბაშვილი
დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1903
გარდაცვ. თარიღი:13 ნოემბერი, 1975  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკის ფაკულტეტი 1930 წელს.

იგი არის საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის ფუძემდებელი საქართველოში; 1954 წელს მისი ინიციატივით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეიქმნა საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის კათედრა; 1956 წლიდან ხელმძღვანელობდა ავტომატიკის, ტელემექანიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრას; 1964 წლიდან კი  გამოთვლითი ტექნიკის კათედრას. ნ.  გაბაშვილის ძირითადი შრომები ეხება საწარმოო პროცესების, მათი აღწერისა და ავტომატიზაციის საკითხებს, ენერგეტიკული სისტემების მუშაობის რეჟიმების ალგორითმიზაციას, არაწრფივი ობიექტების ოპტიმალური მართვის თეორიას, ნავთობისა და აირის ჭაბურღილების ღრმა ბურღვის ძირითადი პროცესების ოპტიმიზაციას და სხვ.  იგი მონაწილეობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სურამის უღელტეხილის ელექტროფიკაციის სამუშაოთა ჩატარებაში. დაამუშავა ხრამჰესის, სოხუმჰესის და სხვა ობიექტების კომპლექსური ავტომატიზაციის საკითხები. მეცნიერი ელექტროტექნიკისა და ტექნიკური კიბერნეტიკის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1948), პროფესორი(1949). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.518

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ– კორესპონდენტი (1961-)
  • ქართული ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: