შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბენიამინ გორდეზიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საკაო, ონის რაიონი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია; წიგნის გაფორმების კურსები ლენინგრადში. მუშაობდა გამომცემლობა "სახელგამის" საქმეთა მმართველად, მხატვარ–რედაქტორად, მთავარ მხატვრად, სახვითი ხელოვნების განყოფილების გამგედ; 1947-1973წწ. ხელმძღვანელობდა ქართული შრიფტის ექსპერტიზის განყოფილებას; შექმნა მრავალი ახალი სახეობის ქართული შრიფტი; გამოსცა თეორიული ნაშრომები: "ქართული მხედრული შრიფტი" (1955), "ქართული სასტამბო შრიფტები"(1961), "ქართული სასტამბო შრიფტების ცნობარი–კატალოგი" (1965); ნაყოფიერად მოღვაწეობდა ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში; იყო საქართველოს ფუტურისტული მიმდინარეობის ერთ–ერთი ფუძემდებელი; მხატვრულად აფორმებდა წიგნებს; ავტორია მონოგრაფიებისა: "ნიკო ფიროსმანაშვილი" (1930), "გრიგოლ ტატიშვილი" (1957), "იოსებ შარლემანი" (1955), "ქართული გრაფიკა" (1959). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.105; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |