შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გორდეზიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა–მატემატიკის ფაკულტეტი 1961 წელს. 1962 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1964-1968წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში; 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1979-1985წწ. იყო ამავე ინსტიტუტის დიერქტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში; 1985-2007წწ. ინტიტუტის დირექტორი; 2009 წლიდან არის პროფესორ ემერიტუსი; კვლევის ძირითადი თემაა: საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ამოცანების მათემატიკური მოდელირება და კომპიუტერული რეალიზაცია, წრფივი და არაწრფივი ამოცანების ამოხსნის რიცხვითი ალგორითმების შექმნა და დაფუძნება; აქვს ოთხი გამოგონება, ორი პატენტი აშშ–სა და დანიაში; ავტორია სამი მონოგრაფიის; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1985). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.106; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.116 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |