შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ შაშიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტსა და სანქტ-პეტერბურგის უმაღლეს პოლიტიკური სასწავლებელში. 1967-1972წწ. მუშაობდა ქუთაისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სტამბაში მუშად, ინჟინრად; 1974 წელსს დაინიშნა კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილედ; 1978 - ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელად; იყო ქუთაისის მოსახლეობის მიერ არჩეული პარტიული ლიდერი, საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე; 1989-1991წწ. იყო ქუთაისის აღმასკომის თავმჯდომარე; 1992 წელს საქართველოს დემოკრატიული აღმშენებლობისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-1995წწ. იყო ქალაქ ქუთაისის პირველი მერი; 1995-2003წწ. იმერეთის მხარის პირველი გუბერნატორი; მონაწილეობდა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 347 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |