The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ბუზოღლი

დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:1959  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო საინჟინრო ინსტიტუტი არქიტექტურის განხრით 1909 წელს.

1945–1949წწ. იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ი. კონიაშვილის სახელობის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის არქიტექტურული დაგეგმარებითი განყოფილების უფროსი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმში, ქუთაისში და სხვ. აპროექტებდა სამრეწველო და საკურორტო ნაგებობებს. ძირითადი ნამუშევრებია: ჩაის ფაბრიკები ჩაქვში (1927), ზუგდიდში (1931), "სახკინმრეწვის" ფაბრიკა–ატელიე (1931) თბილისში,  საკურორტო სასტუმროები ახტალაში (1932), წყალტუბოში (1935), მენჯში (1935), ფიზიოთერაპიული კომპლექსები და სამკურნალო აბაზანები ბორჯომში (1930), წყალტუბოში (1930), მენჯში (1937) და სხვ. ავტორია კურორტების ქობულეთის (1930), ბორჯომის (1940) დაგეგმარებითი პროექტებისა. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.490


გააზიარე: