შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია გუგუშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მხატვარ-ფერმწერის კვალიფიკაციით 1977 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის მხატვრის სახლის ნატიფი ხელოვნების განყოფილების გამგედ, საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის მდივნად(1988), საქართველოს ფოსტაში "ქართული მარკის" დირექტორად; 2004-2006წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პრორექტორი; 2006-2009წწ. თსსა სრული პროფესორი, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი; 2013 წელს კონკურსის შედეგად აირჩიეს სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სრულ პროფესორად; 2014 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორად; მონაწილეობა აქვს მიღებული არა ერთ ადგილობრივ და საერთაშორისო პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებში. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმში, აჭარის ხელოვნების მუზეუმში(ბათუმი), აღმოსავლეთის მუზეუმში(მოსკოვი) კრისტოფ მერიანის ფონდში ბაზელში, ნორტონ დოდჯ მუზეუმში ფილადელფიაში, ასევე ქართულ და უცხოურ კერძო გალერეებში და კოლექციებში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.63; vandaart.gallery; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 82-83 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |