შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ღოღობერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტატი სპეციალობით რადიოკავშირგაბმულობა და რადიომაუწყებლობა 1980 წელს. 1971-1973წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის მუშა; 1973-1974წწ. 38-ე ტექნიკური სასწავლებლის მოსწავლე; 1974-1975წწ. თბილისის 31-ე საავიაციო ქ-ნის მუშა; სამხედრო სასწავლო შეკრება (1980); 1980-1981წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ინჟინერი; 1981-1985წწ. კავშირგაბმულობის სამინისტროს თბილისის ორჯონიკიძის რაიონის სატელეფონო კვანძის უფროსის მოადგილე; 1985-1990წწ. კავშირგაბმულობის სამინისტროს თბილისის საბურთალოს რაიონის სატელეფონო კვანძის უფროსი; 1990-1997წწ. კავშირგაბმულობის სამინისტროს სატელეფონო ქსელის მმართველი; 1997-1999წწ. შპს "ჯეოსელის" გენერალური დირექტორი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს "საუკეთესო კომპანია/ ბიზნესმენ"-ის საპატიო წოდება (1997), ჟურნალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი, საუკეთესო სპონსორის წოდება (1998). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., - 1998-1999. - გვ. 334; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 345 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |