The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედმონდ კალანდაძე

ედმონდ კალანდაძე
დაბადების თარიღი:4 მაისი, 1923
გარდაცვ. თარიღი:13 აგვისტო, 2014  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1952 წელს.

1972-1986 წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი. 1991-1992 წწ. კულტურის მინისტრი. საქართველოს სამუზეუმეო გაერთიანებასთან არსებული სახვითი ხელოვნების თეორიისა და პრაქტიკის სინთეზის სახელოსნოს ხელმძღვანელი (1986). გამოფენები ჰქონდა გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ლუქსემბურგში, ბრაზილიაში, თურქეთში, რუსეთსა და საქართველოში. მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს საპატრიარქოში, ეროვნულ მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი, რუსეთი), აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი, რუსეთი), ხელოვნების ნაციონალური მუზეუმი (ბუენოს-აირესი, არგენტინა), ხელოვნების მუზეუმი (სტამბული, თურქეთი); კერძო კოლექციები - საქართველო, ავსტრია, ახალი ზელანდია, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, რუსეთი, ესპანეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია. გადაღებულია რეჟისორ შოთა კალანდაძის ფილმებში: "ხელოვანთა კადრები" (2005), "კინოლექსი ედმონდ კალანდაძეზე" (2010), "მხატვრის მუზები" (2014). ფერმწერი, გრაფიკოსი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.103; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სახალხო მხატვარი
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

გააზიარე: