The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბოჭორიძე

გიორგი ბოჭორიძე
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1884
გარდაცვ. თარიღი:1939  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაციხარი, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1922 წელს.

1921 წელს მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ არქივში, იყო საქართველოს მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის ეროვ. საუნჯის გადარჩენის საქმეში. 1923–1926წწწ. თავის თანამოაზრეებთან ერთად მოუყარა თავი ქართლ-კახეთის, მესხეთ-ჯავახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმში არსებულ ისტორიულ ნივთებს, სიგელგუჯრებს, ეტრატებსა და საარქივო მასალის მდიდარ კოლექციას და თბილისისა და ქუთაისის არქივსაცებს გადასცა დასაცავად. მონაწილეობდა ქართლ–კახეთში, მესხეთ–ჯავახეთში, იმერეთსა და რაჭა–ლეჩხუმში არქეოლოგიურ ექსპედიციებში. განსაკუთრებით საყურადღებოა მის მიერ მიკვლეული ჯვარისის ეპიგრაფიკული ძეგლი (რაჭა) და თაბორის ოთხთავი (XI საუკუნე). 1937 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა და გადაასახლა. გადასახლებაში მოკლეს მძარცველებმა. გამოქვეყნებული აქვს შემდეგი არქეოგრაფიული შრომები: "ორი ფიქალწერილი" ("საისტორიო მოამბე", 1925, წ. 1), "ფურცელაანთეული ქრონიკა" (იქვე), "რაჭის ისტორიული ძეგლები" ("საქართველოს მუზეუმის მოამბე", 1930, ტ. 5; 1933-1935, ტ. 7-8) და სხვა. არქივთმცოდნე, არქეოგრაფი და წყაროთმცოდნე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.476; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: