შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასო გოძიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა დრამატურგიულ სტუდიაში 1922-1924წწ. 1924–1930წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; 1930 წლიდან გარდაცვალებამდე კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; მის მიერ შექმნილი ლუარსაბ თათქარიძის სახე ("კაცია–ადამიანი?!", ი. ჭავჭავაძის მიხედვით) ქართულ თეატრის ისტორიაში შევიდა, როგორც ქართული აქტიორული სკოლის ერთ–ერთი ბრწყინვალე მონაპოვარი; სხვა როლები: ახმა (ს. შანშიაშვილის "ანზორი"), რუი ბლაზი (ვ. ჰიუგოს "რუი ბლაზი"), ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), მეფე ერეკლე (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), რიჩარდ III (უ. შექსპირის "რიჩარდ III"); აღსანიშნავია მის მიერ დადგმული სპექტაკლი "ძველი ვოდევილები", "ბუტიაობა" (ა. წერეთლი), "ოინბაზი" (ა. ცაგარელი), "სასამართლოში" (ბახუტაშვილი), სადაც თვითონ ბრწყინვალედ შეასრულა ტიგრან ოფოფიანცის, არშაკას და სპექტაკლის წამყვანის – მოხუცი მსახიობის – როლები; ასევე წარმატებით მოღვაწეობდა კინოში – სიკო ("ქეთო და კოტე", 1948), ავეტიკა ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", 1965), კათალიკოსი მელქისედეკი ("დიდოსტატის მარჯვენა", 1970) და სხვ. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში, არის ესტრადის მსახიობთა I საკავშირო კონკურსის ლაურეატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.131; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.243 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |