შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივერი ფრანგიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1952 წელს. 1952-1953წწ. იყო ჰიდროენერგოპროექტის საქართველოს ფილიალის ინჟინერ-მაპროექტირებელი; 1953-1955წწ. საქენერგოს უფროსი ინჟინერი; 1955-1958წწ. ასპირანტი; 1959-1960წწ. ავტომატიკის, ელექტრომექანიკის და ტელემექანიკის ინსტიტუტის პირველი კატეგორიის ინჟინერი; 1970-1984წწ. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1987 წლიდან სსრკ ატომური სადგურების ავტომატიზაციის გენერალური კონსტრუქტორი; 1987 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტს; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია, საარცევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო ფართოა: სისტემური მიდგომისა და ზოგადსისტემური კანონზომიერებების თეორიისა და პრინციპების დამუშავება სხვადასხვა ბუნების რთული სისტემების ფუნქციონირებისათვის; მოძრავი ობიექტების ამოცნობისა და აღმოჩენისათვის ახალი (ფონური) პრინციპების დამუშავება; ახალი კლასის პარალელური და გარდაქმნადი მრავალპროცესორიანი მმართველი გამოთვლითი სისტემების თეორიული საფუძვლებისა და პრინციპების დამუშავება. მისი კვლევების შედეგები წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დარგებში რთული სისტემების მართვისათვის. 300-ზე მეტი ნაშრომის(7 მონოგრაფია), ერთი აღმოჩენის, 50 გამოგონების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969), აკადემიკოსი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 319; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.279-280; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.332; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.230 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |