შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა სუჯაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ყაზბეგი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ა. პუშკინის სახ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1965 წელს. 1964 წელს იყო რუსთავის I საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი; 1965-1969წწ. თბილისის 70-ე საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი; 1969-1971წწ. თბილისის განათლების განყოფილების სასკოლო ინსპექტორი; 1971-1973წწ. 67-ე საშუალო სკოლის დირექტორი; 1973-1977წწ. ისნის რაიონის განათლების განყოფილების გამგე; 1976-1978წწ. სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის ასისტენტი; 1977-1979წწ. სახალხო განათლების ინსპექციის უფროსი; 1979-1983წწ. განათლების სამინისტროს სკოლების სამმართველოს უფროსი; 1983-1985წწ. კპ ცკ-ს მეცნიერებისა და სასწავლო დაწესებულებათა განყოფილების ინსტრუქტორი; 1985-1989წწ. თბილისის სახალხო განათლების სამმართველოს უფროსი; 1989-1990წწ. განათლების მინისტრის მოადგილე; 1991-1995წწ. სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის დირექტორის I მოადგილე; 1995 წლიდან განათლების სამინისტროს საშუალო განათლების სამმართველოს უფროსი. 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გამოქვეყნებული აქვს 4 სამეცნიერო ნაშრომი სახალხო განათლების სისტემის მართვის საკითხებზე. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1982). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 304; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 318 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |