შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ გრიგორიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს. 1959 წლიდან მუშაობდა თბილისის ს. შაუმიანის სახელობის სომხურ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად; საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა დამდგმელ რეჟისორად და მთავარ რეჟისორად თბილისის სომხურ სახელმწიფო დრამატულ თეატრში; მისი საუკეთესო დადგმებია: ნ. ზარიანის "მშვენიერი, არა", ა. კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან", გ. სუნდუკიანის "ხათაბალა", ა. შირვანზადეს "ავი სული", ვ. ჰიოგოს "ანჟელო", ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი"; სპექტაკლები დადგა აგრეთვე თბილისის სანკულტურის, ზუგდიდის შ. დადიანის, ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის თეატრებში; სომეხი რეჟისორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.160 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |