შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბადრი ბურჯანაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ქ. ბარნაულის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972–1976წწ. მუშაობდა ბარნაულის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში; 1976–1979წწ. იყო მოსკოვის II სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული კათედრის ასპირანტი; 1977–1980წწ. მოსკოვის მე–4 საავადმყოფოს პასუხისმგებელი ქირურგი; 1980–1996წწ. ზესტაფონის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგი–ორდეინატორი; 1997 წლის მარტიდან ზესტაფონის სააქციო საზოგადოება "ფეროშენადნობთა ქარხნის" მედსანნაწილის ქირურგიული განყოფილების გამგე. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომის და ერთი რაციონალიზატორული წინადადების მსხვილი ნაწლავის გართულებული კიბოს შესახებ. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მსხვილი ნაწლავის გართულებული კიბოს დიაგნოსტიკა". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.51; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.257 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |