The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ბზვანელი

გურამ ბზვანელი
ოფიციალური სახელი:გურამ ტყეშელაშვილი
სხვა სახელი:ბზვანელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1934
გარდაცვ. თარიღი:17 მაისი, 2015  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი, მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1959 წელს, 1966 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

1967–1977წწ. იყო თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამუსიკო ნაწილის ხელმძღვანელი; 1975–1987წწ. - თბილისის მინიატურების სახელმწიფო თეატრის სამუსიკო ნაწილის გამგე; 1987 წლიდან - თბილისის მე-3 სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი. 1955 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრთან ჩამოაყალიბა ვოკალური კვარტეტი. მრავალი საესტრადო სიმღერის ავტორი. დაწერილი აქვს სავიოლინო კონცერტი, სიმფონია, სიმფონიური მინიატურები, კამერულ-საკრავიერი და საგუნდო ნაწარმოებები, თეატრისა და კინოს მუსიკა. 2006 წელს ქალაქ ვანში მუსიკალურ სკოლას მიენიჭა გურამ ბზვანელის სახელი, 2015 წლის 22 ივნისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.421; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.399; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ. 164-165; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.75

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1968-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - თბილისის ერთგულების მედალი
  • 1999 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური ხელოვნების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი სა პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1983 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1957 - ახალგაზრდობისა და სუდენტთა VI საერთაშორისო ფესტიველის ლაურეატი (მოსკოვი)
  • თბილისის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: