The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ სართანია

ვახტანგ სართანია
დაბადების თარიღი:3 ივნისი, 1948  (72 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: მცხეთის რაიონინი, სოფელი საგურამო.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტის პოლიტეკონომიის განყოფილება 1977 წელს.

1981-1983 წწ. იყო მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული საქართველოს სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, სექტორის გამგე; 1983-1991წწ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორი აღმზრდელობით და საგარეო ურთიერთობების დარგში; 1992-1997წწ.  თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ეკონომიკური თეორიისა და პოლიტოლოგიის კათედრის დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე; 1997-2004წწ. UNESCO-ს შტაბ-ბინის(პარიზი) ეგიდით მშვიდობის კულტურისა და დემოკრატიის საერთაშორისო კათედრის გამგე; 1992-2004წწ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის რექტორი; 2004-2005წწ. UNESCO-ს ეგიდით  "მშვიდობის კულტურისა და დემოკრატიის" სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის PROMETHEUS-ის კოორდინატორი; 2006-2010წწ. ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სტიპენდიანტი;  2010 წლის ივნისიდან საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 292; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ვებ გვერდი: sangu.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალურ და პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2004-)
  • საქართველოს UNESCO-ს ეროვნული კომისია, წევრი (1998-2005)
  • საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2004-)
  • საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო, წევრი (1998-2005)
  • საქართველოს სოციალურ და პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2003-)
  • ქალაქ თბილისის მერიის მრჩეველთა საბჭო, წევრი (2003-2005)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: