შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ბეწუკელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მერიანეთი, თელავის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1940 წელს. 1940–1943წწ. მუშაობდა მასწავლებლად საქართველოს სხვადასხვა რაიონებში; 1943–1945წწ. იყო თიანეთის რაიონის განათლების განყოფილების გამგე; 1951–1960წწ. "საბლიტგამის" პოპულარული ლიტერატურის განყოფილების გამგე, შემდეგ მთავარი რედაქტორი; 1961–1971წწ. გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" მხატვრული თარგმნის განყოფილების გამგე; თარგმნა ფრიდრიხ შილერის "ორლეანელი ქალწული", "ფიესკოს შეთქმულება" (1964), "დონ კარლოსი", "მარიამ სტიუარტი" (1952), "ტურანდოტი" (1957). გამოსცა გოეთეს სამტომეული (1962–1964), "დრამები" (1956–1969), პოემები, ლირიკა. ჰაინრიხ მანის "მეფე ანრი IV სიჭაბუკე", ჰენრი იბსენის დარმები და სხვ. მთარგმნელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.420; facebook.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |