The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელდარ გუგავა

დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1943
გარდაცვ. თარიღი:30 მაისი, 2020  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცაგერი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი 1971 წელს.

1978-1985წწ. იყო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის ასისტენტი, შემდეგ დოცენტი; 1985-2006წწ. ამავე ინსტიტუტის ბოტანიკის კათედრის გამგე; 2006 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის უფროსი და სრული პროფესორი; ეწეოდა სამეცნიერო–პედაგოგიურ მოღვაწეობას; მუშაობდა სასოფლო–სამეურნეო კულტურების მოყვანის უახლესი ტექნოლოგიების შემუშავებაზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების მიზნით; 2003 წლიდან მონაწილეობდა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, უმეტესად კოორდინატორად და ჯგუფის ხელმძღვანელად; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 8 სახელმძღვანელოსი და 4 მონოგრაფიის; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1994).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.172; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.221

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2006 - ღირსების ორდენი
  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის დარგებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო -პედაგოგიური და ორგანიზაციული საქმიანობისათვის მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: