შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრია გუგუშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტში 1913-1914წწ.; დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტი 1919 წელს. იყო ლონდონის უნივერსიტეტის ლექტორი; 1919-1921წწ. ლონდონის ქართული საპროპაგანდო ბიუროს ხელმძღვანელი; 1918-1921წწ. პარალელურად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი; საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ლონდონში საქართველოს საელჩოს გაუქმების შემდეგ, ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით შეიქმნა ქართული ბიურო, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა; II მსოფლიო ომის წლებში ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით გაიგზავნა პარიზში, სადაც მოლაპარაკებები გამართა ქართველ, აზერბაიჯანელ და ჩრდილოეთ კავკასიის პოლიტიკურ ემიგრანტულ წრეებთან; თანამშრომლობდა როგორც ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციის პერიოდულ გამოცემებთან, ისე ინგლისურენოვან პრესასთან, ენციკლოპედია "ბრიტანიკასთან" და ბრიტანულ ეროვნულ მუზეუმთან; იყო ინგლისურენოვანი ჟურნალის "Georgica"-ს ერთ–ერთი დამაარსებელი და პ/მგ მდივანი; აქტიურად მოღვაწეობდა ქართველოლოგიის, საქართველოს ისტორიის დარგში; არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის საკითხებზე; მისი მონაწილეობითა და კონსულტაციით ინგლისურად ითარგმნა ძველი ქართული მწერლობის ძეგლები, მათ შორის: "ომანიანი", "ამირანდარეჯანიანი", "ბალავარიანი", "ვეფხისტყაოსანი"; ქართველი ისტორიკოსი, პუბლიცისტი, დიპლომატი, საზოგადო მოღვაწე, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.173 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |