Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ოჩიაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: დუშეთის რაიონი, სოფელი შუაფხო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1951 წელს. 1953 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი ძირითადი ნამუშევრებია: ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლი(1959 წ. სტეფანწმინდა); ვაჟა-ფშაველას ძეგლი(1985 წ. დუშეთი); "ვაჟა-ფშაველას პორტრეტი"(მოსკოვი, ტრეტიაკოვის გალერეა); "სტუდენტი გოგონას პორტრეტი"(სახვითი ხელოვნების მუზეუმი); "ინჟინერ ირინე ჯანდიერის პორტრეტი"(საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). მონაწილეობდა მრავალ რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებზე. მოწყობილი აქვს პერსონალური გამოფენები დასავლეთ ბერლინში, ავსტრიაში, ბელგიაში, ნორვეგიასა და სირიაში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, სიეტლის, იაპონიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მრავალი სხვა ქვეყნის ხელოვნების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. მისი განსაკუთრებული ნიჭი წარმოჩინდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა დარგში: ფერწერასა და გრაფიკაში, პორტრეტსა და ქანდაკებაში, მონუმენტურ დეკორატიულ ხელოვნებაში, დაზგურ გრაფიკასა და ლითონმქანდაკებლობაში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 267 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |