The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თედო ნინიძე

თედო ნინიძე
ოფიციალური სახელი:თევდორე ნინიძე
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1971 წელს; 1974 წელს სსრკ სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა; სწავლობდა უცხო ენების პედაგოგიურ ინსტიტუტში გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.

1971-1975წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1978-1984წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში ადმინისტრაციულ ორგანოთა განყოფილების ინსტრუქტორად; 1984-1988წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ; 1988-1992წწ. ჟურნალ "სამართლის" მთავარ რედაქტორად; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1992-1993წწ. იყო საქართველოს გენერალურ პროკურორი; 1993-1998წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 1998-2003წწ.  საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი; 2003 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრულ პროფესორად; 2014 წლიდან "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" მოწვეული ექსპერტი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები და მონოგრაფია. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 256;  საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 277; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: web.archive.orgწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.364

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (1998-2003)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს საკონსტიტუციო კომისია, წევრი (1993-1995)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართელოს კონსტიტუციისა და სამოქალაქო კანონმდებლობის შემუშავებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და კანონმდებლობის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის, აგრეთვე ნაყოფიერი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: