The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ნადარეიშვილი

ზურაბ ნადარეიშვილი
დაბადების თარიღი:4 იანვარი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1978 წელს; 1987 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის ფაკულტეტი.

1987-1989წწ. იყო "ქართული ფილმის" მუსიკალური განყოფილების ხმის ოპერატორი; 1989-1993წწ. თბილისის მე-3 სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი; 1993 წლიდან კონსერვატორიის პედაგოგი; 1996 წლიდან კინოსტუდია "კვალის" მუსიკალური რედაქტორი. არის ავტორი საფორტეპიანო და ინსტრუმენტული პიესებისა, ვარიაციებისა ფორტეპიანოსთვის (1986), ოთხი პიესისა სიმებიანი კვარტეტისთვის(1986), სიმფონიური პოემისა(1989), "საგალობლების" ინსტრუმენტული ანსამბლისთვის(1990), მუსიკის კინოსა და ანიმაციური ფილმებისთვის, სპექტაკლებისთვის.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 247


გააზიარე: