The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია მურღულია

გია მურღულია
ოფიციალური სახელი:გრიგოლ მურღულია
დაბადების თარიღი:22 ოქტომბერი, 1954  (71 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს.

1976-1982წწ. იყო "მეტეხის თეატრის" სალიტერატურო ნაწილის გამგე; 1982-1990წწ. თბილისის 23-ე, მე-18 და მე-6 საშუალო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი; 1990-2000წწ. პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის რექტორი; 2005 წლიდან დღემდე თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი; 2007 წლიდან საგანმანათლებლო ჟურნალების "ქართული სიტყვა" და "სკოლის მართვა" დამფუძნებელი და მთავარი დირექტორი.  პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობას ეწევა. რადიო "პალიტრის" ეთერში მიჰყავს საავტორო გადაცემა "მშობელთა კრება". იგი არის "განათლების ლიდერთა ლიგის" და "პარტნიორი სკოლების კავშირის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მისი თაოსნობით დაარსდა დავით გურამიშვილის ფონდი. არის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პედაგოგი "ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის", ასევე სკოლა "ლოგოსის" დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი; შპს - აიბი-მთიების სკოლის პედაგოგი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ზოგადი განათლების კონსულტანტი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დავითიანის" მხატვრულ სახეთა სისტემა", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 243

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის პედაგოგიურ და სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1997-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2026 - ღირსების ორდენი
    კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის
  • 1998 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: