შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიკა გულორდავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. სწავლობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტზე 2004 წლიდან; დაამთავრა მილანის(იტალია) ლა სკალას ვოკალური ხელოვნების აკადემია 2011 წელს. თბილისის კონსერვატორიის და ლა სკალას აკადემიაში სწავლის პერიოდში შეასრულა მთავარი პარტიები შემდეგ სპექტაკლებში: ტატიანას პარტია(პ. ჩაიკოვსკი, "ევგენი ონეგინი" ), იოლანტას პარტია(პ. ჩაიკოვსკი "იოლანტა"), ვილოეტას პარტია(ჯ. ვერდი, "ტრავიატა"); 2008 წელს ქ. კალიარის(სიცილია) ოპერის თეატრის სცენაზე შეასრულა ჭაბუკის პარტია ნ. რიმსკი–კორსაკოვის ოპერაში "თქმულება ქალაქ კიტეჟზე"; 2011 წელს ლა სკალას თეატრში ბერენიჩეს პარტია როსინის ოპერაში "შემთხვევა გხდის ქურდად"; 2007-2012წწ. წარმატებით გამოდის ევროპის სხვადსხვა სცენებზე; მიღებული აქვს მ. კაბალიეს სახელობის საერთაშორისო კონკურსის I პრემია (2007), პ. ჩაიკოვსკის სახელობის XIII საერთაშორისო კონკურსის III პრემია (2007), ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა IV რესპუბლიკური კონკურსის I პრემია (2007). მომღერალი(სოპრანო). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.196; აფხაზეთის კულტურა და კულტურული მემკვიდრეობის ვებ-გვერდი: abculture.ge; gza.kvirispalitra.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |