შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1934 წელს. 20–იან წლებში მუშაობდა გ. პლეხანოვის სახელობის თეატრში; 1928 წლიდან კინოში მსახიობად და დამდგმელ რეჟისორად; გადაღებულია ფილმებში: "ნამდვილი კავკასიელი" (1931), "მზაღო და გელა" (1933); მეორე რეჟისორად იმუშავა ქართულ მხატვრულ ფილმებზე: "ჭრიჭინა" (1954), "ორი ოკეანის საიდუმლოება" (1955), "მე ვიტყვი სიმართლეს" (1957), "მაიაკოვსკი იწყებოდა ასე..." (1958), "განგაში" (1968); 1965 წელს მისი რეჟისორობით აღდგა და გახმოვანდა ფილმი – "ახალგაზრდობა იმარჯვებს"; 1947-1954წწ. თბილისის კინოსტუდიის ქრონიკის სექტორში, როგორც დამდგმელმა რეჟისორმა, გადაიღო ფილმები: "ბალნეოლოგიური კურორტი" (1947), "კულტურის კერა" (1948), "სიჭაბუკისა და სილამაზის დღესასწაული" (1950), "იალბუზზე ასვლა" (1950), "ჭიათურა" (1951), "მეხილეობა" (1953); კინორეჟისორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.205 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |