შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ცოტნე მირცხულავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1942 წელს. 1942-1953წწ. მუშაობდა "საქნავთის" სისტემაში, სადაც განვლო გზა ათისთავიდან ტრესტის მმართველის მოადგილის თანამდებობამდე; 1950-1997წწ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი; 1955-1968წწ. წყალეკოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე; 1968-2005წწ. საქართველოს წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. მისი შრომები ეხება მელიორაციისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საიმედოობის თეორიას, აგრეთვე მდინარეებისა და არხების კალაპოტის წარეცხვის საკითხებს. მან პირველმა დაადგინა სხვადასხვა გრუნტის წარეცხვის კანონზომიერებანი და მისი პროგნოზირების მეთოდი. ბმული გრუნტების წამრეცხი სიჩქარის დადგენის ანალიტიკური მეთოდი, ამ გრუნტის წარეცხვის მოდელირების ხერხი და წყლისმიერი ეროზიის ინტენსიურობის პროგნოზირების მეთოდი. გამოქვეყნებული აქვს 600-მდე მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის, 26 მონოგრაფია. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "წყლის ნაკადის გამრეცხი და დასაშვები სიჩქარეები ბმული გრუნტებისათვის და მათი განმაპირობებელი ფაქტორები", დაიცვა 1960 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 233; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ.,1984.-გვ.14; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.127; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.286 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |