შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა მიმინოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1976 წელს; 1993 წელს ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის იმპროვიზაციული მუსიკის ფაკულტეტი. 1980-1989წწ. იყო მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი, 1990-1993წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1996წწ. ჯაზ-ჯგუფ "ადიოს" წევრი; 1992-1993წწ. რუსთაველის თეატრის კომპოზიტორი; 1996-1997წწ. "Godin Guitars-ის(კანადა) და Blue Chip Music Technology-ს(გერმანია) საერთაშორისო პერფომერ-წარმომადგენელი, მსოფლიო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მიწვეული დოცენტი; 1997 წლიდან ჯგუფ "შინის" წევრია. ავტორია 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა ალგებრულ ტოპოლოგიაში. კომპოზიტორია სპექტაკლებისა: "ცხოვრება სიზმარია", "სეჩუანელი კეთილი ადამიანი", "პალატა N6" და სხვ. გერმანიაში გამოსულია მისი კომპაქტ-დისკები. 10 ევროპული მუსიკალური ფესტივალის ლაურეატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ძლიერი შეიპური თეორია", დაიცვა 1981 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 231 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |