შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ მეჭიაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჟებოტა, თიანეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი სპეცილობა მშენებლობის ეკონომიკა და ორგანიზაცია 1980 წელს. 1968-1971წწ. სწავლობდა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში; 1977 წელს იყო თიანეთის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ინჟინერი; 1980-1982წწ. თიანეთის 73-ე სპტ სასწავლებლის პედაგოგი; 1982-1984წწ. თიანეთის სასოფლო-სამეურნეო საწარმოო გაერთიანების ეკონომისტ-ბუღალტერი; 1984-1986წწ. თიანეთის აგროსამრეწველო გაერთიანების, ეკონომისტი, რევიზორი; 1986-1991წწ. თიანეთის რაიკავშირის თავმჯდომარე; 1991 წელს თიანეთის რაიონის პრეფექტის პირველი მოადგილე; 1992-1995წწ. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, თბილისის ისნის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №19 თიანეთის საარჩევნო ოლქიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №19 თიანეთის საარჩევნო ოლქიდან; 2004 წელს გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 2004-2007წწ. გორის (შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 2007 წელს თელავის (კახეთის) საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2017-2020წწ. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 230; საქართველოს პარლამენტის პორტალი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.256 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |