შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია მეფარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მაიაკოვსკი (ახ. ბაღდათი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1983 წელს; 1987 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1988 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1988-2009წწ. იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მასწავლებელი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი; 1996-1999წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, თავმჯდომარის მოადგილე, მე-2 კოლეგიის თავმჯდომარე; 1999-2001წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; საქართველოს გენერალური პროკურორი (2001); 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №52 ბაღდათის საარჩევნო ოლქიდან; 2009-2011წწ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სრული პროფესორი და სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის პროგრამული მიმართულების ხელმძღვნელი; 2011 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების სრული პროფესორი; მისი მონაწილეობით და უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა მრავალი საკანონმდებლო აქტი; გამოქვეყნებული აქვს 57 სამეცნიერო ნაშრომი სისხლის სამართლის პროცესის და იუსტიციის ორგანიზაციის პრობლემებზე (ქართულ, რუსულ, ჩეხურ და ინგლისურ ენებზე). მათ შორის, ორი მონოგრაფია. მინიჭიბელუ აქვს უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი (1999) და იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება (2001). იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სისხლის სამართლის პროფესორი. დისერტაციის თემა - "პირადი ცხოვრების საიდუმლოებათა დაცვა სისხლის სამართლის პროცესში", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 228; საერთო სამართლისა და დემოკრატიის ცენტრის ვებგვერდი: iccld.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 255 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |