შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოლღა ბახუტაშვილი-შულგინა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1901 წლის 29 დეკემბერს თბილისის საოპერო სცენაზე შედგა მისი დებიუტი; 1902–1904წწ. მოღვაწეობდა მოსკოვში, 1904–1906წწ. კიევში, 1906–1910წწ. ოდესაში, 1917–1927წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; ოლგა ბახუტაშვილი–შულგინა იყო ეთერის(ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი") და გულჩინას(დ. არაყიშვილის "მთების გული") როლების პირველი შემსრულებელი; შესრულებული აქვს სოპრანოს მრავალი პარტია: ტატიანა, ლიზა, იოლანტა, მარია(პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი", "იოლანტა", "მაზეპა"), თამარი(ა. რუბინშტეინის "დემონი"), აიდა(ჯ. ვერდის "აიდა"), ბატერფლაი(ჯ. პუჩინის "ჩიო–ჩიო–სანი"). იგი არის პირველი ქართველი მომღერალი ქალი, რომელსაც მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება; პირველი ქართველი პროფესორი ვოკალის დარგში; არის სამეცნიერო–მეთოდური ნაშრომის ავტორი: "ვოკალური პედაგოგიკის ცდა ბგერის დასაყენებელი ყოველდღიური სავარჯიშოების კრებული", "კადენციები და მელიზმები"(1940), "ვოკალიზმები მაღალი ხმისათვის ქართულ ხალხურ თემებზე"(1942). პროფესორი(1921). ქართული ვოკალური სკოლის ერთ–ერთი ფუძემდებელი, სოპრანო. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.384; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.128 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |