The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოტე მახარაძე

კოტე მახარაძე
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე მახარაძე
დაბადების თარიღი:17 ნოემბერი, 1926
გარდაცვ. თარიღი:19 დეკემბერი, 2002  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1948 წელს.

1948-1970წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრის მსახიობი; 1970 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი; 1973–1974წწ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; 1997 წელს ქ. თბილისში დაარსა ერთი მსახიობის თეატრი "ვერიკო", რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი იყო სიცოცხლის ბოლომდე. თეატრში მოღვაწეობის პარალელურად იგი გატაცებული იყო სპორტული ცხოვრებით, იგი იყო საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, თამაშობდა კალათბურთს თბილისის დინამოში; 1957 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო სპორტულ კომენტატორად ჯერ საქართველოს, ხოლო შემდგომ საკავშირო რადიოსა და ტელევიზიაში. 40 წლის განმავლობაში მიჰყავდა რეპორტაჟები ქართულ და რუსულ ენებზე (მათ შორის სამი ოლიმპიადიდან, სამი მსოფლიო ჩემპიონატიდან).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 221; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.282

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (გარდაცვალების შემდეგ)
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1996 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1967 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1966 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1945 - საბჭოთა კავშირის თასი (კალათბურთი)
  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია

გააზიარე: