შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ბაშელეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1980 წელს. 1973 წლიდან იყო ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დრეკადობის თეორიის განყოფილების გამგე, 1982 წლიდან კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის პროფესორი. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო დრეკადობის მათემატიკური თეორია და მათემატიკური ფიზიკის ინტეგრალური და დიფერენციალური განტოლებების თეორია. იგი თანაავტორია მონოგრაფიისა, რომელიც შეიცავს დრეკადობის თეორიის მათემატიკური საფუძვლების ანალიზს. მონოგრაფიამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა სპეციალისტების წრეში. მისი ნაშრომები აგრეთვე ეძღვნება ფოროდრეკადობის თეორიის ძირითადი სასაზღვრო ამოცანების გამოკვლევას. კერძოდ, ამონახსნის არსებობისა და ერთადერთობის თეორემების დამტკიცებას, როგორც ორგანზომილებიანი, ისე სამგანზომილებიანი ორგვარი ფორების შემცველი სხეულებისათვის. ცხადი სახით აქვს ამოხსნილი ამოცანები კონკრეტული არეებისათვის: ნახევარსივრცის, ნახევარსიბრტყისა და სფეროსათვის. მის მიერ თერმოდრეკადობის თეორიის სტატიკის ორგანზომილებიან განტოლებათა სისტემისათვის აგებულია ფუნდამენტური და სინგულარული ამონახსნები სხეულის მიკროტემპერატურის გათვალისწინებით. მათემატიკოსი და მექანიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1970). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.379; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.185-186; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.279 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |