შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გურგენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს. 1985-1997წწ. ეწეოდა სამეცნიერო–კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიისა და შინაგან სნეულებათა კათედრებზე; იყო აღნიშნული კათედრების პროფესორი; 2003 წლიდან აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის თერაპიული სამსახურის უფროსი, შემდეგ ამავე ცენტრის შინაგან სნეულებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; მისი კვლევის ძირითადი მიმართულებაა კონსტიტუციური თავისებურებების(ანომალიების) შესწავლა ატოპიურ დაავადებათა დროს და მათი კორეგირების გზები, სტეროიდ–რეზისტენტული ბრონქული ასთმით დაავადებულთა კლინიკურ–იმუნოლოგიური თავისებურებების გამოვლენა, მათი კორექციის გზების ძიება; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია, მათ შორის ერთი სახელმძღვანელო; თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (2000). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.212; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.317 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |