შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლორიკ მარშანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა ქ. მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი 1957 წელს. 1957-1959წწ. მუშაობდა აფხაზეთის საგეგმო კომიტეტში; 1963-1964წწ. გულიას სახელობის კვლევით ინსტიტუტში, ხოლო 1964-1973წწ. საქართველოს სუბტროპიკულ ინსტიტუტში ჯერ დოცენტის თანამდებობაზე, შემდეგ კი პრორექტორად სამეცნიერო დარგში; 1973-1975წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა; 1978-1980წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომპარტიის საოლქო კომიტეტის მდივანი; 1980-1985წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგის მოადგილე; 1985-1991წწ. საქართველოს სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის რექტორი; 1992-2002წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2002 წლიდან გარდაცვალებამდე – უმაღლესი საბჭოს მრჩეველი. 250-ზე მეტი ნაშრომის ავტორია, მათ შორის არის მრავალი მონოგრაფიის ავტორთა ხელმძღვანელი. წყარო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვებ-გვერდი: abkhazia.gov.ge; newposts.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.189; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.561-562 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |