Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლორიკ მარშანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა ქ. მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი 1957 წელს. 1957-1959წწ. მუშაობდა აფხაზეთის საგეგმო კომიტეტში; 1963-1964წწ. გულიას სახელობის კვლევით ინსტიტუტში, ხოლო 1964-1973წწ. საქართველოს სუბტროპიკულ ინსტიტუტში ჯერ დოცენტის თანამდებობაზე, შემდეგ კი პრორექტორად სამეცნიერო დარგში; 1973-1975წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა; 1978-1980წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომპარტიის საოლქო კომიტეტის მდივანი; 1980-1985წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგის მოადგილე; 1985-1991წწ. საქართველოს სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის რექტორი; 1992-2002წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2002 წლიდან გარდაცვალებამდე – უმაღლესი საბჭოს მრჩეველი. 250-ზე მეტი ნაშრომის ავტორია, მათ შორის არის მრავალი მონოგრაფიის ავტორთა ხელმძღვანელი. წყარო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვებ-გვერდი: abkhazia.gov.ge; newposts.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.189; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.561-562 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |