შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ მამულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: შუახევის რაიონი, სოფელი ნენია. დაამთავრა ქ. ბათუმის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელი 1977 წელს; საქართველოს შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სახელმწიფო სამეცნიერო ინსტიტუტის სამეურნეო სამართლის ფაკულტეტი. 1977 წელს იყო შუახევის რაიონული კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1977-1987წწ. აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი-მსახიობი; 1987-1997წწ. ხელვაჩაურის რაიონის კულტურის ცენტრის დირექტორი; ბათუმის და ხელვაჩაურის საშუალო სკოლებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებების პედაგოგი, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი, დრამატული და საკონცერტო კოლექტივების ხელმძღვანელი; 1997 წლიდან ბათუმის თოჯინების თეატრის დირექტორი. დაწერილი აქვს სიმღერა "ჩემი მხარე". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 211 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |