შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1955 წელს. მუშაობდა საპროექტო და საპროექტო–კვლევით დაწესებულებებში; 1971 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1972 წლიდან იყო ინტერიერის კათედრის გამგე; მთავარი ნამუშევრებია: საცხოვრებელი სახლი ბარნოვის ქუჩაზე(1958), ობელისკი-შემოსასვლელი თბილისის 1500 წლისთავის აღსანიშნავად(1958), 300 არაგველის მემორიალი, სასტუმრო "ივერიის" რესტორნის მთავარი და აღმოსავლური დარბაზები და ღამის ბარი(1967), სასტუმრო "თბილისის" ღამის კლუბი "მუხამბაზი"(1973), სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი(1966, ქ. სიღნაღი), საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიღებათა დარბაზის ინტერიერები(1976), კარდიოსარეაბილიტაციო სანატორიუმი "ქართლი" თბილისის ზღვაზე(1978), სასტუმრო "მედეა"(1987, ბათუმი). II მსოფლიო ომის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.373; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.281 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |