The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი ბაქრაძე (ალექსი ბერი)

ალექსი ბაქრაძე
ოფიციალური სახელი:ათანასე ბაქრაძე
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1909
დაკრძალვის ადგილი:ათონის მონასტერი, საბერძნეთი
კატეგორია:ისტორიკოსი, სასულიერო პირი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი. სოფელი სევა, ონის რაიონი.

სამრევლო სკოლის დამთავრების შემდეგ შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც მოსკოვის სასულიერო აკადემიაში გაგზავნეს. აკადემიის დამთავრების შემდეგ ქუთაისში ჩავიდა და რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების დახმარებით სვანეთში იმოგზაურა, სადაც XIV-XVI სუკუნეების 100–ზე მეტი ეპიგრაფიკული და დიდძალი ეთნოგრაფიული მასალა შეაგროვა. იგი იყო "კავკასიის არქეოლოგიიის მოყვარულთა საზოგადოების" ერთ–ერთი ფუძემდებელი. მნიშვნელოვანია მისი ნამუშევრები ქართული გვარების გენეალოგიის შესახებ. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საისტორიო წყაროების მოძიებაში, რომლებიც სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებს შესწირა. საკუთარი ხელით აქვს გადაწერილი ბევრი ხელნაწერი. მოითხოვდა სკოლიდან განდევნილი ქართული ენის აღდგენასა და მშობლიურ ენაზე სწავლების შემოღებას, არსებული სწავლების სისტემის გარდაქმნას. 1898 წელს სამუდამოდ დატოვა საქართველო და იერუსალიმის მოლოცვის შემდგომ დაემკვიდრა ათონის წმინდა მთაზე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანეში. მამა ალექსი იყო შესანიშნავი კალიგრაფი. მამა ალექსის დიდ სქემაში აღკვეცის მერე უწოდეს ათანასე. 1908 წელს თბილისში გამოიცა მისი ნაშრომი  "განხილვა ერნესტ რენანის მოსაზრებათა იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ". მუშაობდა "მოგზაურობის დღიურზე", რომლის ნაწყვეტებს თბილისში გზავნიდა გამოსაცემად. მღვდელსქემმონაზონი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.373


გააზიარე: