Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან ბაქრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ონის რაიონი, სოფელი სევა. 1911 წელს მუშაობდა თბილისის მუსიკალური ინსტრუმენტების ფაბრიკაში; 1921–1923წწ. იყო წითელი არმიის რიგებში; 1924 წლის აგვისტოში მონაწილეობდა მუხრანის რაიონში მოქმედი ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ლელო ჩიქოვანის რაზმის წინააღმდეგ ბრძოლაში; 1924–1930წწ. მუშაობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის მუხრანის რაიკომის მდივნად, ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორად, კახეთის საოლქო კომიტეტის მდივნად; 1930–1931წწ. სწავლობდა საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ მარქსიზმ–ლენინიზმის კურსებზე; 1931–1937წწ. იყო პარტიის ცენტრალურ კომიტეტის განყოფილების გამგე, თბილისის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი; 1937–1947წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. კომუნისტური პარტიისა და სახელმწიფო მოღვაწე. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.374 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |