The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ გურგენიძე

ვლადიმერ გურგენიძე
დაბადების თარიღი:16 ნოემბერი, 1894
გარდაცვ. თარიღი:15 სექტემბერი, 1983  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა ლენინგრადის გზათა მიმოსვლის საინჟინრო ინსტიტუტი 1921 წელს.

1926-1930წწ. მუშაობდა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმსა და ამიერკავკასიის სატყეო–ტექნიკურ ინსტიტუტში; 1930-1959წწ. ამიერკავკასიის, შემდგომ თბილისის გზათა მიმოსვლის საინჟინრო ინსტიტუტში; 1944-1978წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში რკინიგზის სადგურებისა და კვანძების დაპროექტების, მშენებლობისა და ექპლუატაციის კათედრის გამგედ; 1978 წლიდან იყო ამავე კათედრის პროფესორ–კონსულტანტი; გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევით ნაშრომი, მათ რიცხვში არის პირველად გამოკვლეული და გამოქვეყნებული პრობლემური საკითხები, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ტრანსპორტისათვის: ვიწრო და ფართოლიანდაგიანი რკინიგზების მშენებლობის და ექსპლუატაციის საერთო ნორმები; სადგურები და მათი მოწყობა დახრილ ქანობზე; დამჭერი ჩიხები. უკანასკნელი ორი შრომა გზათა მიმოსვლის სამინისტორის მიერ მიღებულია ზემოთ აღნიშნულ ნაგებობათა დაპროექტების ფუძედ. დამჭერი ჩიხები ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი და ერთადერთი ნაშრომია, რომელიც გადათარგმნილია ჩინურ ენაზე; პირველად ქართულ ენაზე გამოიცა სახელმძღვანელოები, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში; პრაქტიკულ სამშენებლო და მეცნიერულ მოღვაწეობასთან ერთად, იგი როგორც თბილისის ორჯონიკიძის რაიონის და ქალაქ ხაშურის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს დეპუტატი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ინჟინერი რკინიგზების დაპროექტების, მშენებლობისა და ექპულატაციის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1950).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.213; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.50-51

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1956 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: